ახალი ამბები

ბრეთში ამბულატორიის რეაბილიტაცია დაიწყო

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

“ამ ეტაპზე ხორციელდება კედლების გამაგრებისა და სართულშუა გადახურვის ფილის მოწყობა.პროექტის ფარგლებში შენობას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია.მოეწყობა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელი,გათბობის სისტემა,კეთილმოეწყობა ეზო”, – ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, პროექტი დაფინანსდა ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით. სამუშაოებს ასრულებს ინდ.მეწარმე „პაატა ხაჭაპურიძე“.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.