ახალი ამბები

ნახევარმილიონიანი პროექტი – ურბნისში ტაძრისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში ტაძრისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. მერიის განმარტებით, ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს.

“გზის საერთო მოცულობა 900 მეტრია და ის მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოების ღირებულება 500 000 ლარია”, – განმარტავს მერია.

გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “შარა” ასრულებს. როგორც ცნობილია, აღნიშნული კომპანის ერთ-ერთი მეწილე გორის ყოფილი მაჟორიტარის იოსებ მაკრახიძის შვილი – ოფელია მაკრახიძეა.

დატოვეთ კომენტარი