ახალი ამბები

ხაშურის მოსახლეობა სკოლებთან “მწოლიარე პოლიციელის” დამონტაჟებას ითხოვს

მოსახლეობა ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს. აღნიშნულ ქუჩაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც 13 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რუსთაველის ქუჩაზე ხაშურში ორი საჯარო სკოლა მდებარეობს. მოსახლეობა სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე სიჩქარის შემზღუდველის ე.წ მწოლიარე პოლიციელის დამონტაჟებას ითხოვს.

“ამ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად, არ არსებობს. არ არის გამოყოფილი ტროტუარი სამანქანო გზისგან, რუსთაველზე 2 საჯარო სკოლაა და არცერთი სიჩქარის შემზღუდველი ე.წ მწოლიარე პოლიციელი არ არის დამონტაჟებული”, – ამბობს თამაზ თინიკაშვილი.

მოსახლეობის ნაწილი გამოსავალს ვიდეო სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟებაში ხედავს.

“სიჩქარის გადაჭარბების კონტროლი რამენაირად უნდა გამკაცრდეს. ყველა სკოლასთან თუ იქნება “მწოლიარე პოლიციელი” კარგი იქნება, ამასთან ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ამუშავებაც წაადგება საქმეს, რადგან მძღოლები ვეღარ გაბედავენ ასე უკონტროლო გადაადგილებას”, – აცხადებს თინა ფილიშვილი.

როგორც ცნობილია, მერიის გადაწყვეტილებით, რუსთაველის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.