ახალი ამბები

რა ქონება შეიძინა ქარელის მერმა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შეიძინა 1 ბინა თბილისში და 6 მიწის ნაკვეთი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მეურნეობაში.

ამის შესახებ, ინფორმაცია გულიაშვილმა 2022 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ასახა.

კერძოდ, გულიაშვილის საკუთრებაშია :

  • 2008 წელს შეიძინა ბინა თბილისში ღირებულება 28 000 დოლარი;
  • 2016 წელს შეიძინა მიწის ნაკვეთი 250 დოლარად სოფელ ბრეთის მეურნეობაში;
  • 2016 წელს 1250 ლარად მიწის ნაკვეთი შეიძინა ბრეთის მეურნეობაში;
  • 2016 წელს 1250 ლარად მიწის ნაკვეთი შეიძინა ბრეთის მეურნეობაში;
  • 2017 წელს შეიძინა მიწის ნაკვეთი ბრეთის მეურნეობაში 10 000 ლარად; 
  • ასევე ფლობს 2018 წელს მემკვიდრეობით მიღებულ სახლს ქარელის რაიონ სოფელ ბრეთის მეურნეობაში;
  • 2018 წელს შეიძინა მიწის ნაკვეთი ბრეთის მეურნეობაში 3500 დოლარად;
  • 2018 წელს 6000 ლარად მიწის ნაკვეთი სოფელ ბრეთის მეურნეობაში;
  • 2018 წელს 12 500 ლარად შეიძინა მიწის ნაკვეთი ქარელის რაიონ სოფელ ბრეთის მეურნეობაში;
  • 2019 წელს 5000 ლარად შეიძინა მიწის ნაკვეთი ამავე სოფელში;
  • 2020 წელს შეიძინა ბინა თბილისში ღირებულებით 136 626 ლარი.

გულიაშვილი ასევე ფლობს ერთ ავტომობილს და ტრაქტორს: 2012 წელს შეიძინა ავტომობილი 3500 დოლარად. 2016 წელს კი, 6 000 დოლარად iseki -ის ფირმის ტრაქტორი.

გულიაშვილს აქვს საბანკო ვალდებულებები.  მან 2020 წელს 15 3000 ლარის აგრო სესხი აიღო თიბისი ბანკში, რომელიც 2027წლამდე უნდა დაფაროს. ასევე დეკლარაციაში ვკითხულობთ,  რომ გულიაშვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან მოყვანილი პროუქციის რეალიზაციიდან შემოსული თანხა წლიურად 9 000 ლარს შეადგენს.

ინფორმაციისთვის ზაზა გულიაშვილი ქარელის მერი იყო 2017-2021 წლებში. “ქართულმა ოცნებამ” კვლავ მისი კანდიდატურა წარმოადგინა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე და გულიაშვილი მეორედ გახდა ქარელის მერი. 2014 წლიდან 2017 წლამდე ის იყო ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მანამდე კი, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი.

2012-2013 წლებში ის იყო პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ქარელის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი