ახალი ამბები

მძღოლი, რომელიც ქალს დაეჯახა, კასპის კეთილმოწყობაში მუშაობას აგრძელებს

დასუფთავების მანქანის მძღოლი, რომელიც 27 აპრილს მოხუც ქალს დაეჯახა, ა(ა)იპ კასპის კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობას აგრძელებს.

მერიის განმარტებით, იურიდიულად მისი გათავისუფლების საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს.

“ველოდებით გამოძიების დასკვნას, ბრალი ოფიციალურად ჯერ არავისთვის წარუდგენიათ, შესაბამისად, მისი გათავისუფლების იურიდიული საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს”, – აცხადებენ კასპის მერიაში.

27 აპრილს ა(ა)იპ კასპის კეთილმოწყობის დასუფთავების მანქანა სააკაძის ქუჩაზე 82 წლის ქალს დაეჯახა. მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა.

დატოვეთ კომენტარი