ახალი ამბები

ერთი ქალის ამბავი, სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი 1 538 ადამიანიდან

საარსებო შემწეობა, ბოლო წლებში, რეგიონში მცხოვრებ ათასობით ადამიანს მოუხსნეს. ერთ-ერთი ასეთი 83 წლის ქალია, რომლისთვისაც გაუგებარია, რატომ დარჩა დახმარების გარეშე.

ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში ცხოვრობს.

“მეუღლე ომში დამეღუპა, მეორე ომში შვილი დავკარგე, ამის მიუხედავად არავინ მაქცევს ყურადღებას, პენსიის იმედად ვარ დარჩენილი”, – გვიყვება ფილიევა.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო, პენსიის დიდ ნაწილს ის წამლებზე ხარჯავს.

“ხან პენსია წამლებშიც ვერ მყოფნის. სიარულიც აღარ შემიძლია, რომ რამე გავაკეთო”.

ფილიევა ამბობს, რომ მის მსგავსად, არაერთი ადამიანი, ვისაც სახელმწიფოს დახმარება სჭირდება, თუმცა მათი საჭიროებები სათანადოდ არ ფასდება.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს შიდა ქართლის მაშტაბით, საარსებო შემწეობა 1548 ადამიანს მოუხსნეს. ცალკეული ქალაქების სტატისტიკა კი ასეთია:

  • გორში დახმარება შეუწყდა 587 ადამიანს;
  • ქარელში – 297 ადამიანს;
  • ხაშურში – 382 ადამიანს;
  • კასპში – 282 ადამიანს.

სოციალური დახმარებების შეწყვეტა გრძელდება მიმდინარე წელსაც – 2022 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით, დახმარების გარეშე 659 ადამიანი დარჩა.

დატოვეთ კომენტარი