ახალი ამბები

გორის მერი მრჩევლის შტატის დამატებას ითხოვს

გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მრჩევლის შტატის დამატებას ითხოვს, – ამის შესახებ, მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა.

დადგენილების მიხედვით, მერიაში უქმდება თანაშემწის ერთი პოზიცია და ამის ნაცვლად, იქმნება მრჩევლის პოზიცია.

გორის მერს, ამ დრომდე ოთხი თანაშემწე და ერთი მრჩეველი ჰყავს, რომელიც იურიდიულ საკითხებზე მუშაობს. დოკუმენტის მიხედვით, მეორე მრჩეველი კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საკითხებზე იმუშავებს.

“დღეის მდგომარეობით, აღნიშნული პოზიციის თანაშემწის ფუნქციით არსებობა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში საჭირო აღარაა, თუმცა, გორის მუნიციპალიტეტის მერს ესაჭიროება მრჩეველი, რომლის ფუნქციები იქნება განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხებზე გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის რჩევების მიცემა და ამ საკითხებთან დაკავშირებული მერის სხვა დავალებების შესრულება”, – წერია განკარგულებაში.

აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს დეპუტატები 13 მაისის, საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.

დატოვეთ კომენტარი