ახალი ამბები

გორში, ტროტუარებზე დამცავი ბოძების მონტაჟი მიმდინარეობს

გორში, განახლებულ ტროტუარებზე დამცავი ბოძების მონტაჟი მიმდინარეობს.

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, დამცავი ბოძები სტალინის და ჭავჭავაძის ქუჩებზე მოეწყობა.

“ტროტუარების, მანქანების პარკირების შედეგად დაზიანებისგან დასაცავად მოძრაობის შემზღუდავი, სპეციალური ბოძკიტები ბორდიურების გასწვრივ, სტალინისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე მოეწყობა”, – აცხადებს სააგენტო

უწყების ცნობით, სამღებრო სამუშაოები უტარდება სტალინის ქუჩაზე განთავსებულ გარეგანათების საყრდენი ბოძებსაც

დატოვეთ კომენტარი