ახალი ამბები

ხაშურელი ძიუდოისტი, ტატო გრიგალაშვილი ევროპის ორგზის ჩემპიონი გახდა

ხაშურელი ძიუდოისტი, ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.

ამჯერად, გრიგალაშვილმა ფინალში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ბელგიელი კასე დაამარცხა. ინფორმაციისთვის, მან სწორედ კასესთან წააგო 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი.

შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი პირველად 2020 წელს გახდა.

დატოვეთ კომენტარი