ახალი ამბები

ხაშურელი ძიუდოისტი ევროპის ჩემპიონი გახდა

სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ხაშურელი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან 90კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.

“ფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა სერბი დარკო ბრასნიოვიჩი აშკარა უპირატესობით დაამარცხა. ეს ლუკასთვის პირველი ოქროს მედალია დიდებში კონტინენტის პირველობაზე, მანამდე მას ევროპის ჩემპიონატზე კადეტებში და იუნორებში ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული”, – ინფორმაციას ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

ცნობისთვის, ლუკა მაისურაძე მსოფლიოს 2019 წლის და ევროპის 2019, 2020 წლების ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.