ახალი ამბები

ქარელის #1 საჯარო სკოლაში უკრაინელი მოსწავლე ჩაირიცხა

ქარელის პირველ საჯარო სკოლაში უკრაინიდან, კერძოდ კი ოდესიდან ჩამოსული მოსწავლე ჩაირიცხა.

როგორც მეორე კლასელი ბიჭის, გიორგი გოჩაშვილის ბებიამ “მოზაიკას” უთხრა, ოჯახს საქართველოში ჩამოსვლა ომის გამო მოუწია.

“გიორგის დედა უკრაინელია. ჩემი შვილიშვილი იქ დაიბადა, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ, მათ საქართველოში ჩამოსვლა მოუწიათ. მიხარია, რომ თანაკლასელებმა ის სიყვარულით მიიღეს”, – გვეუბნება იზა სულეიმანაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.