ახალი ამბები

ხაშურის საავადმყოფოში 1 წლის ბავშვი ბარძაყის მოტეხილობით მიიყვანეს

ხაშურის საავადმყოფოში 1 წლის ბავშვი ბარძაყის ყელის მოტეხილობით მიიყვანეს, – ამის შესახებ “მოზაიკას” საავადმყოფოში უთხრეს.

“ბარძაყის ყელის მოტეხილობით წლისა და სამი თვის ბავშვი მოიყვანეს. ჩვენი ვარაუდით, სიმაღლიდან გადმოვარდა, რამაც მოტეხილობა გამოიწვია”, – უთხრა “მოზაიკას” საავადმყოფოს ექიმმა.

მისივე თქმით, ბავშვი ღრმა კვლევებს საჭიროებდა, რის გამოც ის თბილისში გადაიყვანეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.