ახალი ამბები

ქარელის მერიის ერთ-ერთ ა(ა)იპ-ში 32 სოციალურად დაუცველი დაასაქმეს

ქარელის მერიის მიერ დაფუძნებულ ერთ-ერთ ა(ა)იპ-ში, კეთილმოწყობის სააგენტოში 32 სოციალურად დაუცველი მოქალაქე დაასაქმეს, – ამის შესახებ “მოზაიკას” სააგენტოს კადრების სპეციალისტი ფიქრია გოგალაძე ესაუბრა.

“მომართვიანობა თავიდან დიდი იყო. 15 ადამიანი მაინც მოდიოდა დღეში. რა თქმა უნდა, ყველას დასაქმებას ვერ ვახერხებდით”, – ამბობს გოგალაძე.

მისი თქმით, დასაქმებული თანამშრომლები სკვერების მოწესრიგება-დასუფთავებაზე, საპიკნიკე ადგილების დალაგებაზე, სანიაღვრე არხების გაწმენდასა და მწვანე ნარგავების მოვლაზე ზრუნავენ.

“დასაქმების მსურველთა დიდი რაოდენობა სოფელ დირბიდან იყო. დასაქმებულთა ხელფასი 300 ლარია და ისინი ხელშეკრულებით არიან აყვანილები”.

შეგახსენებთ, რომ დასაქმების აღნიშნული პროექტი სეზონურია. ის 2022 წლის 25 მარტს დაიწყო და 2022 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.

დატოვეთ კომენტარი