ახალი ამბები

გორის კულტურის სააგენტოში მთავარი ბუღალტრის მოვალეობას ალექსანდრე დგებუაძე ასრულებს 

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში მთავრი ბუღალტრის მოვალეობის შემსრულებლად ალექსანდრე დგებუაძე დანიშნეს. 

სააგენტოში განმარტავენ, რომ ის ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი მთავრი ბუღალტერი ლ.წ. დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვისთვის დააკავეს. 

დგებუაძე მანამდე ამავე სააგენტოში მუშაობდა. მისმა შვილმა, ნიკოლოზ დგებუაძემ 2019 წელს მმართველ პარტიას 50 000 ლარი შესწირა.

ინფორმაციისთვის, სააგენტოს ყოფილი მთავარი ბუღალტერს, ლ.წ-ს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება. 

დატოვეთ კომენტარი