ახალი ამბები

გორში სააღდგომო ბაზრობიდან შეგროვებული თანხით მარიუპოლელ ოჯახს დაეხმარნენ

გორში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. შეგროვებული თანხით კი, მარიუპოლიდან ჩამოსულ უკრაინელ ოჯახს დაეხმარნენ.

“მარიუპოლელ დევნილ ოჯახს დაეხმარნენ დღეს შეგროვებული თანხით. ასევე მათ გადაეცათ ტკბილეული , სააღდგომო სურსათი და სხვადასხვა საოჯახო ნივთები”, – ამბობენ გამოფენა-გაყიდვის ორგანიზატორები.

სააღდგომო ბაზრობაზე ადგილობრივ ხელოვანებს გამოტანილი ჰქონდათ თავისი ნამუშევრები. ყოველი ნივთი ან ნაწარმი სიმბოლურ ფასად გაიყიდა. ქველმოქმედების მსურველთათვის კი, სკვერის ცენტრში იდგა ყუთი შემოწირულობისთვის. 

ინფორმაციისთვის, სააღდგომო ბაზრობა გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრიას ინიციატივით, ასევე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის მოხალისეების და გორის ტურიზმის სააგენტოს ხელშეწყობით მოეწყო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.