ახალი ამბები

რა მარშრუტებზე იმოძრავებს გორში უფასოდ მუნიციპალური ტრანსპორტი 24-25 აპრილს

24-25 აპრილს, აღდგომასა და მიცვალებულთა ხსენების დღეს, 08:00-18:00 საათებში, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო, კვერნაქის სასაფლაოს მიმართულებით, უფასოდ უზრუნველყოფს მგზავრთა გადაყვანას.

სააგენტოს ინფორმაციით, უფასო მარშრუტები შესრულდება ვერხვების, კომბინატის, წმინდაწყლის და ჭალის დასახლებებიდან:

  • ვერხვების დასახლება – მამარდაშვილის მემორიალიდან – კვერნაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მიმდებარედ;
  • კომბინატის დასახლება – ცენტრალური მოედანი – კვერნაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მიმდებარედ;
  • წმინდაწყლის დასახლება – ყიფიანის და ნადირაძის ქუჩების კვეთა – კვერნაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მიმდებარედ;
  • ჭალის დასახლება – მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ – კვერნაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მიმდებარედ.

“ყველა მარშრუტი შუალედურ გაჩერებას გააკეთებს სამებისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე. მოძრაობის ინტერვალი იქნება – 1 საათი” , – აცხადებენ ტრანსპორტის სააგენტოში.

უწყების განმარტებით,  მგზავრობა უფასო იქნება მხოლოდ მითითებულ მარშრუტებზე, ხოლო ყველა სხვა მარშრუტზე მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს ჩვეული რეჟიმით 07:00-დან 20:00 საათამდე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.