ახალი ამბები

უკრაინაში დაღუპულ არკადი კასრაძეს გორში პატივი მიაგეს 

უკრაინაში დარუპული ერგნეთელი არკადი კასრაძე საქართველოში 23 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლის ჩამოსვენებას აეროპორტში დახვდნენ მისი მეგობრები, ახლობლები და სამოქალაქო აქტივისტები. 

გმირულად დაღუპულ კასრაძეს პატივი მიაგეს გორშიც და ქალაქის შემოსასვლელში მისი ცხედარს საქართველოსი და უკრაინის დროეშებით დახვდნენ.

” აქ მოვედით, რადგან პატივი მივაგოთ ჩვენს გმირს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირა უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის. სამარადისო დიდება გმირებს”, – გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ. 

ინფორმაციისთვის, არკადი კასრაძე რუსეთ-უკრაინის ომში, 16 აპრილს ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიღუპა. მას ცოლი და ორი შვილი დარჩა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.