ახალი ამბები

როგორ აღნიშნავენ დედა ენის დღეს ვარიანში 

14 აპრილი დედა ენის დღეა. დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით, ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმმა სხვადასხვა ღონისძიებები დაგეგმა. მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტუმრებისთვის სახლ-მუზეუმის დათვალიერება უფასო იქნება. 

” სახლ-მუზეუმში, სადაც, იაკობმა  გახსნა პირველი სკოლა, საშუალება ექნებათ ჩაატარონ გაკვეთილი. გარდა ამისა, ცხადდება კონკურსი ხატვაში. კონკურსი მონაწილეებს საშუალებას მისცემს, დახატონ და გამოგვიგზავნონ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობიდან – „იავნანამ რა ჰქმნა“ სიუჟეტი. თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სიგელი და ამასთანავე, შესაძლებლობა ექნება, უფასოდ მოინახულოს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი”, – განმარტავენ სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციაში. 

გარდა აღნიშნული აქტივობებისა, სამუზეუმო სივრცეში ვიზიტორებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ იაკობის მიერ სხვადასხვა წლებში გამოცემული „დედა ენა“. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.