ახალი ამბები

მიწისქვეშა გადასასვლელებს მოქალაქეები ხშირად აბინძურებენ – კეთილმოწყობის სააგენტო

„მიწისქვეშა გადასასვლელებს მოქალაქეები ხშირად აბინძურებენ”, – ამის შესახებ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ განაცხადა. უწყების თქმით, მოქალაქეები ქალაქის ინფრასტრუქტურას არ უფრთხილდებიან.

“მოწესრიგდა ამილახვრისა და სტალინის ქუჩების კვეთაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი, წყლის ჭავლით მოირეცხა კიბეები და შიდა სივრცე. სამწუხაროდ, აღნიშნულ გადასასვლელში ხშირად ვხვდებით დაბინძურების ფაქტებს მოქალაქეთა მხრიდან. ასევე, არაერთხელ დაფიქსირდა ქალაქის სკვერებსა თუ პარკებში სკამების, სანაგვე ურნებს, მწვანე ნარგავებისა და ლამპიონების დაზიენების ფაქტები”, – აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში.

უწყების ცნობით, გორში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო, კერძოდ, მიმდინარეობს სკვერებისა და გამწვანებული სივრცეების მოწესრიგება, თიბვა, მცენარეების დეკორატიული გასხვლა-ფორმირება, ხეების გადაბელვა, მრავალწლიანი მცენარეების დარგვა და მულჩირება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.