ახალი ამბები

გორში სოციალურად დაუცველებისთვის 157 ვაკანსიაა ხელმისაწვდომი

სოციალურად დაუცველებისთვის გორის მუნიციპალიტეტში ამჟამად თავისუფალია დაახლოებით 66 დასახელების 157 ვაკანტური ადგილი. ამის შესახებ, ინფორმაციას სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის განმარტებით, გორში მარტის თვეში 389 ბენეფიციარმა მიმართა დასაქმების თხოვნით სოციალური მომსახურების სააგენტოს.

“ერთ თვეში 389-მა სოციალურად დაუცველმა მიმართა სააგენტოს დასაქმების თხოვნით. პროგრამის ფარგლებში საზოგადოებრივ სამუშაოზე გადამისამართებული პირებიდან ხელშეკრულება გაფორმდა 80 ბენეფიციართან და მიმდინარეობს კიდევ ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი”, – აცხადებს ნინო ველთაური, დასაქმების სააგენტოს დირექტორი.

როგორც ცნობილი, გორში სოციალურად დაუცველები დასაქმდნენ მუნიციპალიტეტის 2 ა(ა)იპ-ში. ესენია: კეთილმოწყობის სააგენტო და სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურების სამსახური.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.