ახალი ამბები

ბუღალტერი სააგენტოს ფულს რიცხავდა პირად ანგარიშებზე ონლაინტოტალიზატორებისთვის – სუს-ი 

“სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს „თიბისი ბანკში“ და სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში”, -აცხადებენ სუს-ში გორის კულტურის სააგენტოს ბუღალტერთან დაკავშირებით. 

სახელიმწოფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების პირველადი შედეგებით, აღნიშნულ ბუღალტერს  მითვისებული აქვს143 985,13 ლარი, თუმცა გამოძიება გრძელება, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს.

“გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო”,– აცხადებენ სუს-ში. 

ინფრომაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს მთავარ ბუღალტერს ნახევარი მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებიან. აღნიშნულ სააგენტში სახელმწიფო აუდიტი გეგმიურ შემოწმებას ატარებდა, რომლის ფარგლებში გამოვლენილი საეჭვო გარემოებების გამო, უწყებამ სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულ სააგენოს მიმართა. 

დატოვეთ კომენტარი