ახალი ამბები

გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე სკვერში ინფრასტრუქტურა დააზიანეს

გორში, ჭალის დასახლწებაში მდებარე დასასვენებელ სკვერში ინფრასტრუქტურა დააზიანეს. 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამტვრეულია სკამები და ატრაქციონები.

უწყების ცნობით მსგავსი შემთხვევები მუნიციპალიტეტში ხშირად ხდება.

“დაზიანებულია ატრაქციონები და სკამები. ცუდ მდგომარეობაშია სკვერის მიმდებარედ არსებული კალათბურთის მოედანიც. სამწუხაროა, მაგრამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით არაერთხელ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა. მერიის მხრიდან უამრავი თხოვნისა და გაფრთხილების მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილი კვლავ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით გამოირჩევა საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მიმართ”, – ამბობენ უწყებაში.

მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნულ სკვერს რეაბილიტაცია 2021 წელს ჩაუტარდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.