ახალი ამბები

გახარიას პარტიის წევრები კულტურის ა(ა)იპ-ში მიმდინარე პროცესებზე ფრაქციის სხდომას გამართავენ

ფრაქციის “გორი საქართველოსთვის” წევრები გორის საკრებულოში სხდომას გამართავენ და კულტურის ა(ა)იპ-ში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ. ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვები აქვთ გორის მერიის შიდა აუდიტის სამსახურთან. 

“მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განიხილება ბოლო პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ -ებში დაფიქსირებული სავარაუდო კორუფციის შემცველი ფაქტები. აღნიშნულ საკითხზე ფრაქციამ უკვე მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერს, შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოწვევის თაობაზე, მოხსენების გასაკეთებლად. იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელი დაესწრება სხდომას და გააკეთებს მოხსენებას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს”, – ამბობენ ფრაქციის წევრები. 

სხდომა ჩატარდება 15 აპრილს, 11:00, საკრებულოს სხდომათა დარბაზში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.