ახალი ამბები

გორის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება 

გორის რამდენიმე უბანს სასმელი წყალი არ მიეწოდება. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, წყლის მიწოდება ერთ-ერთ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეწყდა. 

უწყების ცნობით, ამის შესახებ აბონენტები ინფორმირებულები იყვნენ, თუმცა მოსახლოების ნაწილი ამბობს, რომ წყლის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება არ მისვლიათ. 

” შეტყობინება არ მიგვიღია და არც ის ვიცით, როდის აღდგება”, – ამბობს სტალინის გამზირზე მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე. 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელის, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, წყლის მიწოდება დღის ბოლომდე ყველა უბანზე აღდგება. 

” აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო,რამდენიმე უბანს შეუწყდა სასმელი წყალი, რადგან  მიმდინარეობს ცენტრალურ მილზე დაერთების სამუშაოები,” – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი