ახალი ამბები

გორში დაზიანებული კორპუსები დროებით ბრეზენტით გადაიფარება

გორში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციის დაწყებამდე, შენობები დროებით ბრეზენტით გადაიფარება.

“დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციის დაწყებამდე, საცხოვრებელი კორპუსების ეზოებიდან მიმდინარეობს ძლიერი ქარის შედეგად ჩამოყრილი მასალის დატანა, შენობების დროებით ბრეზენტით გადახურვა, გაწყვეტილი ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა და ნახევრად ჩამოტეხილი ტოტების მოჭრა”, – ინფორმაციას გორის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი ქარის შედეგად, გორში რამდენიმე კორპუსის სახურავი დაზიანდა.

დატოვეთ კომენტარი