ახალი ამბები

ვინ და რისთვის შემოიტანა გორში რუსეთიდან სავაჭრო ტვირთი?

მსოფლიო სანქციების ფონზე, რუსულნომრიანი 10 ტრაილერით გორში ტვირთი შემოიტანეს. “მოზაიკას” ინფორმაციით, რუსული წარმოების პროდუქცია ატენში მდებარე საამქროში დასაწყობდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნული საამქრო, უკვე წლებია, რუსეთიდან მარაგდება.

“ძირითადად “გუბკები” და “მატრასები” შემოაქვთ და აქ ჭრიან, შემდეგ კი გასაყიდად გააქვთ სხვადასხვა კომპანიებს”, – უთხრეს სოფელში.

საამქროს რუსული კომპანია ФомЛайн ამარაგებს. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის შესასვლელში მდებარე საამქრო გენადი ბუქულაშვილს ეკუთვნის.

“ეს პიროვნება წინა ხელისუფლების დროს დააკავეს და შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” გაათავისუფლა”, – უთხრეს “მოზაიკას”.

გენადი ბუქულაშვილი რუსეთის ბიზნესის ელექტრონულ სისტემაში ინდ.მეწარმედ იყო რეგისტრირებული. არსებული ინფორმაციით, ის რუსეთის მოქალაქეა.

დატოვეთ კომენტარი