ახალი ამბები

გორის  საკრებულოს წევრმა საქართველოს ფოსტას სასამართლო დავა მოუგო 

გორის საკრებულოს წევრმა, ანი ბალიაშვილმა საქართველოს ფოსტის ქარელის ფილიალს სასამართლო დავა მოუგო – მოსამართლის გადაწყვეტულებით, ფოსტას გათავისუფლებული თანამშრომლისთვის განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. 

სასამართლო პროცესის მოგების შესახებ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ინფორმაცია თავად გაავრცელა:

“მე გავიმარჯვე. სასამართლო პროცესი ანი ბალიაშვილი შპს “საქართველოს ფოსტის” წინააღმდეგ პირველი ინსტანცია მოგებულია! მოსამართლე ზაზა რამიშვილმა ბათილად სცნო ჩემი გათავისუფლების ბრძანება და ფოსტას დააკისრა ფულადი კომპენსაციის გადახდა.”

მოსამართლემ დისკრიმინაცია დაადგინა იმ თანამშრომლების მიმართაც, რომლებიც საქართველოს ფოსტის ქარელის ფილიალმა პოლიტიკური შეხედულებების გამო, სამსახურიდან გაათავისუფლა. 

შეგახსენებთ, რომ ანი ბალიაშვილის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათ ცენტრის იურისტი ალექსი მერებაშვილი იცავდა. 

დატოვეთ კომენტარი