ახალი ამბები

გორის ბიუჯეტის გაფლანგვაზე, საქმე თანხის მითვისების მუხლით აღიძრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ბიუჯეტის გაფლანგვაზე გამოძიება თანხის მითვისების მუხლით აღძრა.

“გამოძიება მიდის მითვისების მუხლით, გუშინ იყო დაკითხვაზე. შესაძლებელია საქმე გადაკვალიფიცირდეს თაღლითობის მუხლით”, – განმარტავენ სუსში.

ინფორმაციისთვის, გორის კულტურის სააგენტოს ბიუჯეტის გაფლანგვის საქმეზე დაკითვაზე იმყოფებოდა უწყების ფინანსისტი და ყოფილი დირექტორი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.