ახალი ამბები

82 წლის ქალი, რომელიც გორში სტიქიის დროს დაშავდა, სტაბილურადაა

​82 წლის ქალი, რომელიც გორში სტიქიის დროს დაშავდა, სტაბილურადაა. ამის შესახებ, ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის თქმით, 82 წლის ქალი მსუბუქად დაშავდა. 

“მაქსიმალურად დავეხმარებით დაზარალებულ მოსახლეობას. სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდება ზარალის დათვლა და შესწავლა. შემთხვევის ადგილებზე უკვე მოხდა დათვალიერება, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. სტაბილურია 82 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მას გაუწია შესაბამისი დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.“ – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა

ინფორმაციისთვის, ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელი კორპუსების ნაწილს, დაზიანებულია მე -4 საჯარო სკოლის დარბაზის სახურავის ნაწილი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.