ახალი ამბები

გორთან ავარიის შედეგად 50 წლამდე ქალი მძიმედ დაშავდა

ავტომაგისტრალზე გორის სიახლოვეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. დაშავებული 50 წლამდე ქალია. ის კლინიკა “გორმედში” მოათავსეს.

“აქვს მრავლობითი დაჟეჟილობები, ხერხემლის დაზიანება, შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა”, – აცხადებენ გორმედში.

დაშავებული გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არ არის. არსებული ინფორმაციით, მანქანაში მძღოლის გარდა სხვა არავინ იმყოფებოდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი