ახალი ამბები

სუს-ში გორის კულტურის სააგენტოს ფინანსისტის დაკითხვა გრძელდება

კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბუღალტერი, რომელსაც ნახევარი მილიონის გაფლანგვას ედავებიან, უკვე რამდენიმე საათია სუს-ში დაკითხვაზე იმყოფება. 

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სააგენტოს ბუღალტერი ლ. წ. აზარტული თამაშების ანგარიშებზე ორი წლის განმავლობაში სისტემატურად რიცხავდა თანხას ბიუჯეტიდან. 

აღნიშნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ბუღალტერის მიერ თანხის გაფლანგვის შესახებ არაფერი იცოდნენ. 

” ჩვენ ვინ რას გაგვაგებინებდა, წელიწადში რამდენჯერმე უხელფასო შვებულებაში გვიშვებფნენ, ბიუჯეტი არ გვაქვსო”, – ამბობს სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი. 

ფაქტი მასშემდეგ გამოაშკარავდა, რაც სააგენტოს საქმიანობით სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდა. უწყებამ გეგმიური შემოწმების ფარგლებში საეჭვო გარემოებები აღმოაჩინა და ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აცნობა. 

ჯერჯერობით უცნობია, დააკავებენ თუ არა ბუღალტერს, ის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში თანამდებობას ამ დრომდე იკავებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.