ახალი ამბები

ავარიის გამო, რომელსაც გორში 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა, დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

გორში, კომბინატის დასახლებაში, მშვიდობის გამზირზე 2020 წლის 28 იანვრის ავარიის გამო დაკავებულ პირს, პატიმრობა შეეფარდა.

რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, დაკავებულს 7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

ავარიის შედეგად, 16 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი დაშავებული, რამდენიმეთვიანი კომის შემდეგ, გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე, პოლიციამ საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩაატარა, რის შემდეგაც, დააკავეს მამაკაცი, რომლის სასამართლო პროცესები 2 წელი გაგრძელდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.