ახალი ამბები

გორელი მასწავლებელი კონკურსის “გააზიარე ცოდნა” გამარჯვებული გახდა

გორელი მასწავლებელი მიმოზა ღოლიჯაშვილი კონკურსის “გააზიარე ცოდნა” გამარჯვებული გახდა.

პროექტი 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და სხვადასხვა აქტივობებს გულისხმობდა. მონაწილეების ფინალური დავალება ვიდეო გაკვეთილის მომზადება იყო, მათთვის სასურველ თემაზე.

ღოლიჯაშვილის​ მოხსენება ბავშვთა უფლებებს ეხებოდა. მან აუდიტორიას პერფორმანსი შესთავაზა და სათქმელი თოჯინებს ათქმევინა.

“მე წარვადგინე გაკვეთილი თოჯინებით, რომელიც იყო ბავშვთა უფლებებზე. ჩემს ნამუშევარში მონაწილეობდნენ მშობლები, ისინი იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში და ძალიან საინტერესო აქტივობები შევთავაზეთ”, – ამბობს მიმოზა.

ღოლიჯაშვილიღოლიჯაშვილი ფიქრობს, რომ მსგავს პროექტებში მონაწილეობა მასწავლებლებს საშუალებას აძლევთ გაკვეთილები იყოს ეფექტური და შედეგის მომცემი.

“ჩემი მთავარი მიზანი იყი, რომ ისეთი გამოცდილება მიმეღო, რომელიც თანამედროვე მასწავლებელს სჭირდება, როგორ ვასწავლო ციფრულ ეპოქაში და როგორ განვუვითარო შემოქმედებით და კრეატიული უნარები ჩემს მოსწავლეებს, როგორ გადავცე ჩემი გაკვეთილი ისე რომ შედეგზე გავიდე”, – აღნიშნა ღოლიჯაშვილა.

პროექტი თანამედროვე რიტორიკის აკადემიის მიერ იყო ორგანიზებული, გამარჯვებულს თანხა 1000 ლარი გადაეცა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.