ახალი ამბები

გორის კულტურის სააგენტოს ფინანსისტმა გასულ წელს ტოტალიზატორში მანქანა მოიგო

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ფინანსისტმა გასულ წელს ტოტალიზატორში მანქანა მოიგო. მას სახელმწიფო ბიუჯეტის აზარტული თამაშების ანგარიშზე გადარიცხვას ედავებიან.

“თქვენ მოიგეთ სულ ახალი რენჯ-როვერი”, – ამის შესახებ გასულ წელს ერთ-ერთმა ონლაინ-კაზინომ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში აცნობა სააგენტოს ფინანსისტს.

დარღვევები სააგენტოს ბიუჯეტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გეგმური შემოწმების შედეგად გამოავლინა. გავრცელებული ინფორმაციით, აზარტული თამაშების ანგარიშზე გორის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარამდე თანხაა გადარიცხული.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, რამდენიმე საათია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება სააგენტოს ფინანსისტი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.