ახალი ამბები

ხინჩეგაშვილმა მამის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მამის, გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

“შეჯიბრებას შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლა ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. მასში მონაწილეობას უმცროსი ასაკის ჭაბუკები იღებდნენ. ასპარეზობა ვაჟებს შორის 11, ხოლო გოგონებს შორის 2 წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა. საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა, გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური პრიზებიც” , – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, გიორგი ხინჩეგაშვილის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში გორში მე-5 წელია იმართება. ღონისძიება ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.