ახალი ამბები

„9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ – გორში დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება 

9 აპრილს გორში თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტო ავრცელებს.


“გორის ბავშვთა და ახალგახრდობის ცენტრში გაიმართება თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის “9 აპრილიდან 9 აპრილამდე” ჩვენება. ფილმის ჩვენების შემდეგ დამსწრე აუდიტორია გამართავს დისკუსიას. დასწრება თავისუფალია”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ფილმის ჩვენება 9 აპრილს, 16:00 საათზე დაიწყება. მისამართი: გორი სუხიშვილის ქ. N20 გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.