ახალი ამბები

გორში სააღდგომო ბაზრობა მოეწყობა – შემოსული თანხით კი, უკრაინელებს დაეხმარებიან

გორში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში 23 აპრილს ტრადიციული სააღდგომო ბაზრობა მოეწყობა. ღონისძიება გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავას ინიციატივით იმართება. როგორც ცნობილია, ბაზრობიდან შემოსული თანხით ეპარქია უკრაინელ ოჯახებს დაეხმარება.

“მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც ეხერხება ხელნაკეთი ნივთების შექმნა, ვინც ქსოვს, ამზადებს საკონდიტრო ნაწარმს, ჩირეულს, ტყლაპს, ჩურჩხელებს. ტრადიციულ თუ თანამედროვე სახის ქართულ და ევროპულ ტკბილეულს, ჯემებს, კომპოტებსა და მურაბებს და ა.შ” , – ამბობენ ეპარქიაში.

ეპარქიის ინფორმაციით, ნივთები გაიყიდება სიმბოლურ ფასად. სკვერის ცენტრში დაიდგმება ყუთი და შემოსული თანხით სააღდგომოდ დაეხმარებიან გორში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.