ახალი ამბები

გორში მანქანა 10 წლის ბიჭს დაეჯახა – კლინიკის კომენტარი

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 10 წლის ბიჭი “გორმედში” გადაიყვანეს.

კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“პაციენტს აღენიშნება ზედაპირული ექსკორაციები. მოტეხილობა არ ფიქსირდება, არც მუცლის ღრუშია რაიმე დაზიანებები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. უტარდება ამბულატორიული მკურნალობა. სტაციონარში მოთავსებას არ ექვემდებარება” , – აცხადებენ “გორმედში”.

არსებული ინფორმაციით, 10 წლის ბიჭი გორის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც სტალინის გამზირზე ავტომობილი დაეჯახა.

დატოვეთ კომენტარი