ახალი ამბები

გორში დათო ტურაშვილი 9 აპრილის თემაზე ლექციას გამართავს

გორში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში მწერალი დათო ტურაშვილი  საჯარო ლექციას გამართავს.

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით შეხვედრა 10 აპრილს 13:00 საათზე დაიწყება.

“გაიმართება საჯარო ლექცია, რომელიც მიეძღვნება 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გახსებას, მომხსენებელი მწერალი და 9 აპრილის მოვლენების აქტიური მონაწილე დათო ტურაშვილი იქნება”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

დასწრება შეუძლია ყველა მსურველს. მისამართი გორი, სუხიშვილის #20 .

დატოვეთ კომენტარი