ახალი ამბები

გორში სწავლა 56-მა მოსწავლემ შეწყვიტა, მათგან მხოლოდ 26-მა ჩააბარა კოლეჯში

გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიზეზით სწავლა 54 მოსწავლემ შეწყვიტა. მათ შორის მხოლოდ 26 – მა ჩააბარა პროფესიულ კოლეჯში.

პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლეთა დაბალ მიმართვიანობაზე, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი საუბრობს.

“გორში არსებული პროფესიული სასწასვლებლებს საკმაოდ კარგი პროგრამები აქვთ და მაქსიმალუირად ცდილობენ სკოლის მოსწავლეებს მიაწოდონ ამაზე ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, მოთხოვნა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ნაკლებია. ხშირად არის, რომ მოსწავლეს ის სპეციალობა არ უნდა, რომელსაც სასწავლებელი სთავაზობს. სტერეოტიპულად ჟღერს, მაგრამ კოლეჯებში უფრო მეტი სპეციალობა არის გოგონებისთის” – ამბობს ტერმაკოზაშვილი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაცემული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან.

დატოვეთ კომენტარი