ახალი ამბები

გორში ბავშვს მანქანა დაეჯახა

გორში, სტალინის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ბავშვს დაეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანა სადგურის დასახლებიდან მოდიოდა, რა დროსაც მოზარდს დაეჯახა. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ჯგუფი და დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარს გორის პოლიცია იძიებს. საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.