ახალი ამბები

გორში ქუჩების მორეცხვა მაისიდან დაიწყება

გორში ქუჩების მორეცხვა მაისიდან დაიწყება. 

გორის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ბარჯაძის თქმით, მოსარეცხ მანქანებს შეუძლია, როგორც გზების თოვლისგან განთავისუფლება, ასევე სავალ ნაწილზე ტექნიკური მარილის დაყრა.

“ქუჩის მოსარეცხ მანქანებს ადგას მარილის საყრელი საბარგული, მაისიდან დავადგამთ მოსარეცხს და დავიწყებთ ქუჩების მორეცხვას. მანქანები გარდა წყლის გამანაწილებლისა, აღჭურვილია ქვიშის საყრელი ტექნიკური მოწყობილობებით, ასევე წინა ნიჩბითა და მხვეტავი ფუნჯით. შსაბამისად ორივე სატრანსპორტო საშუალებას ზამთარში, უხვი ნალექის დროს, შეუძლია როგორც გზების თოვლისგან განთავისუფლება, ასევე სავალ ნაწილზე ტექნიკური მარილის დაყრა”, – ამბობს ბარჯაძე 

ინფორმაციისთვის, ორი ერთეული ქუჩის მოსარეცხი, სამი ერთეული მცირე და ერთი ერთეული საშუალო ტევადობის საყოფაცხოვრებო ნარჩენის გასატანი მანქანა გორის მერიამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან, შპს ,,სტრადასგან“ 710 994 ლარად შეიძინა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.