ახალი ამბები

ხინჩეგაშვილთან ვიზიტის დაჯავშნა მოქალაქეებს მერიის ვებ-გვერდიდანაც შეუძლიათ

გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ვიზიტის დაჯავშნა მოქალაქეებს უწყების ვებ-გვერდის gori.gov.ge მეშვეობითაც შეუძლიათ.

როგორც ვებ-გვერდიდან ირკვევა, გორის მუნიციპალიტეტის მერი მოქალაქეებს ოთხშაბათობით 14:00-დან 18:00 საათამდე ხვდება. ვიზიტის ონლაინ დაჯავშნის მსურველი უნდა შევიდეს ვებ-გვერდზე www.gori.gov.ge.

კურსორი უნდა მივიტანოთ “პრესცენტრთან”, შემდეგ უნდა გადავიდეთ “მიღების საათებში”

მოქალაქემ მერიის ოფიციალურ საიტზე უნდა გაიაროს რეგისტრაცია, სადაც უნდა მიუთითოს: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული მისამართი და მონიშნოს მისთვის სასურველი დრო.

ანკეტა, რომელიც გორის მერთან შეხვედრის დასაჯავშნად მოქალაქემ უნდა შეავსოს

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ საკუთარ პრობლემებზე სასაუბროდ შესაბამის პირთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.

“გარდა მიღების დღისა, გორის მერს მოქალაქეებთან კომუნიკაცია ყოველდღიურად აქვს. საკუთარ პრობლემებზე სასაუბროდ შესაბამის პირთან საუბრის შესაძლებლობა ნებისმიერ მოქალაქეს აქვს”, – ამბობენ მერიაში .

უწყების განმარტებით, მოქალაქეები აქტიურად იყენებენ სატელეფონო კონსულტაციებსაც.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.