გორში, სტალინის გამზირისა და ცხინვალის გზატკეცილის რეაბილიტაციისთვის საპროქტო დოკუმენტაციის შესადგენად მერიამ ტენდერები გამოაცხადა.
უწყებამ აღნიშნული გზების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან 120 000 ლარი გაითვალისწინა.
სტალინის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისთვის გათვალისწინებულია 45 000 ლარი. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სტალინის ქუჩის რეაბილიტაციისთვის საორიენტაციო თანხად 1 500 000 ლარია გათვალისწინებული.
რაც შეეხება, ცხინვალის გზატკეცილს, უწყებამ აღნიშნული გზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის 75 000 ლარი გაითვალისწინა. რეაბილიტაციისთვის საორიენტაციო თანხად კი, 2 500 000 ლარი აქვს გათვლილი.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიებმა მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.