ახალი ამბები

გორში ბოლო 20 წელში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

გორის მუნიციპალიტეტში ბოლო 20 წლის განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასულ წელს – 2021 წელს დაფიქსირდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს გორში 1 836 ადამიანი გარდაიცვალა.

“მონაცემები გვაქვს 1994 წლიდან დღემდე. 2021 წლის მსგავსად, გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლი გორში დაფიქსირდა 2000 წელს, როდესაც მუნიციპალიტეტში გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 841-ს მიაღწია”, – აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოში.

ბოლო 27 წლის განმავლობაში გორში გარდაცვალების ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი იყო 2006 წელს, როდესაც მუნიციპალიტეტში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1 490-ს მიაღწია.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2021 წელს გარდაცვლილი 1 836 ადამიანიდან 499 კლინიკებში გარდაიცვალა, მათგან 165 პაციენტი კორონავირუსმა იმსხვერპლა.

დატოვეთ კომენტარი