ახალი ამბები

„ვიზრუნოთ ჩვენს სოფელზე“ – ტყვიაველი ახალგაზრდების ინიციატივა სოფლის სისუფთავისთვის 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სოფლის ცენტრის დასასუფთავებლად თანხას აგროვებენ. 

ტყვიაველი ახალგაზრდების ინიციატივით ფული შეგროვდება იმ ადამიანის ანაზღაურებისთვის, ვინც სოფლის ცენტრსა და გმირების მემორიალის მიმდებარე ტერიტორიას პერიოდულად დაასუფთავებს. 

“ჩვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, რომ ტყვიავის ცენტრი დაემსგავსა სანაგვეს და პირველ რიგში ჩემი სირცხვილი არის ეს. სუფრებზე გვიყვარს გმირების სახსოვარის და მოსაგონარის დალევა, მაგრამ მართლა მრცხვენია, რომ გმირთა მემორიალი ნაგვის პარკებით და ნარჩენებით არის “მორთული”. ტყვიავის ახალგაზრდა თაობამ შევიმუშავეთ გეგმა, რომ გავხსნათ ანგარიშის ნომერი, სადაც ნებისმიერ ტყვიაველს ექნება შესაძლებლობა, დარიცხოს ნებისმიერი თანხა”, – ამბობს ტყვიავში მცხოვრები გიორგი ოდიაშვილი. 

გიორგი ოდიაშვილის თქმით, სოფელში ახალგაზრდების ჩართულობით, რამდენჯერმე ჩატარდა დასუფთავების აქცია.

მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომერზე:

GE72BG0000000162538922GEL  – მიმღები: გიორგი ოდიაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.