ახალი ამბები

გორში ანსამბლი “ნართები” უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს 

გორის ანსამბლის “ნართები” კონცერტი გაიმართება, – ინფორმაციას ამის შესახებ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

კონცერტი მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში,  14 აპრილს, 19:00 საათზე დაიწყება. 

ღონისძიება საქველმოქმედოა და შემოსული თანხა უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდება. 

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მსურველებს მისი შეძენა tkt.ge -ზე შეუძლიათ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.