ახალი ამბები

გორელი მოსწავლეები, რომლებმაც FLEX-ის პროგრამაში გაიმარჯვეს – სია

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ისინი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლიან ერთი წლის განმავლობაში.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ცნობილი გახდა 3 მოსწავლის შესახებ, რომლებმაც პროგრამაში გაიმარჯვეს:

1. თორნიკე ოქროპირიძე- ტყვიავის საჯარო სკოლა;

2. გიორგი მიჩიტაშვილი- N12 საჯარო სკოლა;

3. ანანო ღვინიაშვილი – N1 საჯარო სკოლა;

რესურსცენტრი განმარტავს, რომ ჩამონათვალი არასრულია, რადგან ჯერ ყველა გამარჯვებულის შესახებ არ მიუღიათ ინფორმაცია.

ინფორმაციისთვის, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) არის ყოფილი საბჭოთა კავშირის 17 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამა, რომელიც სრულად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.