ახალი ამბები

გორის N1 საჯარო სკოლაში საგამოცდო ცენტრი მოეწყობა

გორის N1 საჯარო სკოლაში საგამოცდო ცენტრი მოეწყობა.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რის გამოც სწავლა 5 აპრილიდან დისტაციურად გაგრძელდება.

“ჩვენი სკოლა გადადის სწავლების დისტანციურ რეჟიმზე, რადგან ხდება სკოლის გარე და შიდა ფასადის რეაბილიტაცია. სკოლაში უნდა მოეწყოს საგამოცდო სივრცე, სწორედ ამიტომ იწყება სამუსაოები, რომ იმ სტანდარტების შესაბამისი იყოს ინფრასტრუქტურა, რასაც საგამოცდო ცენტრი მოითხოვს”, – ამბობს ეკატერინე აფხაიძე.

ინფორმაციისთვის, აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრი N3 საჯარო სკოლაშიც მოეწყობა.

დატოვეთ კომენტარი