ახალი ამბები

„ყველაზე მოთხოვნადი სისხლის ჯგუფი I დადებითია” – სისხლის ბანკი

“ყველაზე მოთხოვნადი სისხლის ჯგუფი I დადებითია”, – ამის შესახებ გორის სისხლის ბანკის ხელმძღვანელმა “მოზაიკასთან” ისაუბრა.

კობა ჭიღლაძის თქმით, სისხლის ბანკს ჰყავს, როგორც ფასიანი ასევე უანგარო დონორები, რომელთა რაოდენობა 3000 – მდეა.

“ყველაზე მოთხოვნადი სისხლის ჯგუფი მაინც პირველი დადებითია. სისხლის ბანკს აქვს დონორების ბაზა, სადაც არის ფასიანი დონორი, რომლის რაოდენობა 1500-2000 ადამიანია. ხოლო უანგარო დონორები, ვისაც ერთხელ ან ორჯერ აქვს გაღებული სისხლი დაახლოებით 800-900 – ია, ისინი ვისაც შეგვიძლია დავურეკოთ და მოვიდენენ ასეთი უფრო ცოტა 400 – მდეა. პანდემიამ ზოგადად ყველაფერი შეცვალა, სისხლის არქონის პრობლემა არ გვქონია, მაგრამ ხან არის მომენტი, რომ როგორც მე ასევე ყველა კლინიკას ერთიდაიგივე სისხლის ჯგუფი უნდა და გვიჭირს დაკმაყოფილება”,– ამბობს კობა ჭიღლაძე

გორის სისხლის ბანკი შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიეტეტს ემსახურება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.